Vacancies

მოლარე - კონსულტანტი (თბილისი) Details

01 March 2017
31 December 2017

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13,700 მაღაზიას მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისში

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
სტაჟის მატებასთან ერთად გათალისწინებულია სარგებლის ზრდა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com  2017 წლის 16 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „მოლარე-კონსულტანტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გრაიკული დიზაინერი (თბილისი) Details

27 February 2017
31 March 2017

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის ვაკანტურ პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი : თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
სახელფასო განაკვეთი: 800-1000 ლარი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Photoshop, Illustrator, InDesign, Corel Draw
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 
** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (დიზაინი)

ძირითადი მოვალეობები: 

** გრაფიკული დიზაინების შემუშავება 
** მარკეტინგული კომუნიკაციების ვიზუალიზაცია
** სარეკლამო/მარკეტინგული ატრიბუტიკის მასალების მომზადება
** POS მასალების და პოლიგრაფიის დიზაინის შექმნა 

უნარ-ჩვევები: 

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა 
** დეტალებზე ორიენტირებულობა 
** გუნდური მუშაობის უნარი 
** ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი 
** კომუნიკაბელურობა 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება. 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ფრენშაიზინგის მიმართულების განვითარების და იჯარებთან ურთიერთობის მენეჯერი (თბილისი) Details

07 October 2016
15 October 2016

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას ფრენშაიზინგის მიმართულების განვითარების და იჯარებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** ახალი მიმართულებების განვითარებაზე წინადადებების მომზადება;
** მუდმივად ფრენშაიზის მიმღები სავაჭრო ობიექტების მოძიება;
** ფრენშაიზინგის მიმართულების განვითარება;
** კომპანიის მეიჯარეებთან ურთიერთობა;
** მეიჯარეებთან ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება;
** კომპანიის ქვემოიჯარეებთან ურთიერთობა;
** ქვემოიჯარეების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
** საბანკო სექტორთან ურთიერთობა კომპანიის ობიექტებზე ბანკომატების განთავსებასთან დაკავშირებით;
** ბაზრის ანალიზი და საიჯარო ფართების ფასების დადგენა;
** რეპორტების მომზადება ქვემოიჯარეებთან ურთიერთობის და სავაჭრო ობიექტების ფართის ათვისების შესახებ;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; მარკეტინგი; ფინანსები);
** მსგავს პოზიციზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@spar-georgia.com 2016 წლის 15 ოქტომბრამდე და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ "ფრენშაიზინგის მიმართულების განვითარების და იჯარებთან ურთიერთობის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

საწყობის ოპერატორი (თბილისი) Details

07 October 2016
31 October 2016

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს საწყობის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მიმღები სპეციალისტის მიერ მიღებული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** ზედნადებისა და შეკვეთის ფორმის თანხობრივი კონტროლი;
** ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება;
** დაბრუნების უფროსი სპეციალისტის მიერ მიწოდებული მონაცემების შესაბამისად დაბრუნების პროგრამული განხორციელება;
** მომწოდებელი კომპანიის მიერ RS.ge-ზე ატვირთული დაბრუნების თანხვედრის შემოწმება და დასტური;
** შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება და RS.ge-ზე ატვირთვა;
** საწყობის შიდა ტერიტორიის მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** დოკუმენტაციის გაფორმებისა და ჩაბარების წესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია დაემატოს სხვადასხვა, დამატებითი მოვალეობები.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას და უფასო ჯანმრთელობის დაზღვევას. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საწყობის ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ლაბორანტი (თბილისი) Details

07 October 2016
20 October 2016

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ლაბორანტის ვაკანტურ პოზიციაზე. 

მოვალეობები: 

** საწარმოში მიღებული ნედლეულის მიკრობიოლოგიური და მიკროქიმიური ანალიზის ჩატარება;
** საწარმოში შემოსული პროდუქტის ორგანულ-ლეპტიკური მახასიათებლების , ტემპერატურის და ვიზუალური მაჩვენებლების შემოწმება; 
** ნედლეულის ვადების შემოწმება;
** ნედლეული ხორც-პროდუქტების სტანდარტების მიხედვით გალღობის შემოწმება;
** ნედლეულის თანმიმდევრული დამუშავების და მომზადების წესების დაცვის შემოწმება;
** დამზადებული პროდუქციის ტემპერატურის და შენახვის პირობების შემოწმება;
** პროდუქციისთვის შენახვის ვადების მინიჭება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (სამედიცინო; ვეტერინარიული);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა ( Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook;)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კოდექს ალიმენტარიუსი, ჰასპის კანონები, კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ და მალფუჭებადი პროდუქციის შენახვისა და გამოყენების ვადების ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში - "subject" მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება "ლაბორანტი". წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

მონაცემთა ბაზის 1C ადმინისტრატორი (თბილისი) Details

26 July 2016
10 August 2016

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13,700 მაღაზიას მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს მონაცემთა ბაზის 1C ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიები) 
** "1C:Enterprise 8" პლატფორმაზე დაპროგრამების გამოცდილება 
** 1C ბაზაში მუშაობის 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება 
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა 
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 

ძირითადი მოვალეობები: 

** 1C-ში გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა 
** პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დამატება და თანამშრომლებისათვის წარდგენა
** პროგრამული უზრუნველყოფის (1C ERP) დანერგვაში უშუალო მონაწილეობის მიღება 
** პროგრამული უზრუნველყოფის (1C ERP) ადმინისტრირება;
** მონაცემთა ბაზების სტრუქტურებში, ბაზების ობიექტებში საფუძვლიანად გარკვევა, გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა 
** მონაცემთა ბაზების პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენის უზრუნველყოფა. 

უნარ-ჩვევები: 

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
** ორგანიზებულობა 
** დეტალებზე ორიენტირებულობა 
** გუნდური მუშაობის უნარი 
** ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი 
** კომუნიკაბელურობა. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@spar-georgia.com 2016 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონაცემთა ბაზის 1C ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება. 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.