რეცეპტები

შოკოლადის პუდინგი

რეცეპტის ინგრედიენტები:

 

 

2 ½ ჭიქა დაჭრილი შემორჩენილი პური

1 ჩაის კოვზი ვანილი

2 კვერცხი

2 სუფრის კოვზი კაკაო

2 ჭიქა რძე

1 ჩაის კოვზი დარიჩინი

¼ ჭიქა შაქარი

¾ ჭიქა შოკოლადის ნატეხები

მარილი

მომზადების წესი

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 1800 C-ზე.

მოათავსეთ პური მრგვალ, ღრმა, კარაქწასმულ ღვეზელის საცხობ ლანგარზე.

საშუალო

მაკარონისა და ბოსტნეულის სალათი

ინგრედიენტები:

 

400 გრ მაკარონი
400 გრ სოკო
1 შეკვრა ისპანახის ფურცლები
200 გრ არაჟანი
100 გრ მდნარი ყველი
1 ც ხახვი
მარილი და პილპილი

 

მომზადების წესი:

 

ხახვი დავჭრათ და სოკოსთან ერთად მოვშუშოთ ზეთში. 
შემდეგ დავამატოთ ისპანახი, დავასხათ არაჟანი და მოვაყაროთ ყველი.
ყველი რომ გადნება, დავამატოთ მოხარშული მაკარონი და მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
კარგად მოვურიოთ და 2-3 წუთში ცეცხლიდან გადმოვდგათ.

საშუალო

ქათმის სალათი

ინგრედიენტები:

ქათმის ხორცი
3 ც მოხარშული კვერცხი
1 ც მჟავე კიტრი
10 ც შავი ქლიავის ჩირი
მაიონეზი გემოვნებით

 

 


მომზადების წესი:

მოხარშეთ ქათმის ხორცი, დაჭერით წვრილად და მოასხით მაიონეზი.
მოაყარეთ დაჭრილი კიტრი და კვლავ მოასხით მაიონეზი.
მდუღარე წყალში დაალბეთ შავი ქლიავი, დაჭერით წვრილად და მოაყარეთ ქათმის ხორცს.
მოხარშული კვერცხი გახეხეთ, მოაყარეთ სალათს და მოასხით მაიონეზი. 
მოასწორეთ სალათის ზედაპირი და მცირე ხნით შედგით მაცივარში.

საშუალო

კარამელის სოუსი

ინგრედიენტები:

200 გრ შაქარი
6 ს.კ კარაქი
100 მლ ნაღები

 

 

 

 

 

მომზადების წესი:

შაქარი ჩაყარეთ ღრმა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე გაადნეთ, ურიეთ კის კოვზით სანამ ყავისფერ მასას არ მიიღებთ.
დაამატეთ კარაქი და განარგძეთ მორევა.
მას შემდეგ, რაც კარაქი გადნება, დაამატეთ ნაღები და ურიეთ შესქელებამდე.
მზა კარამელი შეინახეთ მაცივარში.

მარტივი

ბრინჯი ჩინურად

ინგრედიენტები:

125 გრ ბრინჯი
1 ც ხახვი
3 ც წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
150 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
1 ც სტაფილო
1 ც კვერცხი
1 ჭიქა სოიოს სოუსი
2 ს.კ ზეთი
მარილი გემოვნებით

 

 

მომზადების წესი:

საშუალო

ქათმის და ანანასის სალათი

ინგრედიენტები:

500 გრ ქათმის ფილე
ნახევარი კონა მწვანე ხახვი
4 ც წითელი ბულგარული წიწაკა
500 გრ ანანასის კონსერვი
მაიონეზი
პილპილი და მარილი გემოვნებით

 

 

 

მომზადების წესი:

მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავჭრათ კუბიკებად.
დავჭრათ მწვანე ხახვი და ბულგარული წიწაკა წვრილად, შევურიოთ ქათამს. 
შემდეგ დავჭრათ ანანასი და შევურიოთ დაჭრილ ქათმის ფილეს.
მოვაყაროთ პილპილი და მარილი გემოვნებით.
ბოლოს მოვასხათ მაიონეზი.

საშუალო

ხაჭოს ღვეზელი

ინგრედიენტები:

600 გრ ხაჭო
250 გრ კარაქი
6 ც კვერცხი
4 ჭიქა ფქვილი
1.5 ჭიქა შაქარი
½ ც ლიმონი
1 ჩ/კ ვანილის პუდრა
½ ჭიქა ქიშმიში
½ ჭიქა ცუკატები
მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

კვერცხი კარგად ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. კარაქი დაადნეთ და გააგრილეთ. ნახევარი ლიმონიდან გამოწურეთ წვენი, კარაქთან და მარილთან ერთად დაამატეთ ათქვეფილ კვერცხს. მიღებულ მასას დაამატეთ ხაჭო.
დაამატეთ საფუართან არეული ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. მოათავსეთ ცომი ფორმაში და 180° ღუმელში აცხვეთ 40-50 წუთის განმავლობვაში.

საშუალო

მაკარონისა და ხორცის კერძი

ინგრედიენტები:

400 გრ. მაკარონი 
450 გრ. საქონლის ფარში
1 თავი ხახვი (სურვილისამებრ)
800 გრ. ტომატ-პასტა
250 გრ. ყველი მოცარელა
¼ ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი

 

 

 

მომზადების წესი:

საშუალო

Pages

კომპანიის სიახლეები

11 Aug. 2017

სპარ საქართველომ ფრენჩაიზინგის კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

2017 წლის 10 აგვისტოს  "სპარ საქართველოს"  სათაო ოფისში  ფრენჩაიზინგის კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

11 Aug. 2017

ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი "SPAR" 85 წლის იუბილეს აღნიშნავს

1932 წლის 10 აგვისტოს  ჰოლანდიაში დაიბადა ახალი ბრენდი, რომელიც თავისი კონცეფციით დროს უსწრებდა.

09 Aug. 2017

SPAR საქართველო საკუთარი წარმოების ხაზს აფართოებს

საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელი “SPAR” აგრძელებს საქართველოს მასშტაბით გაფართოებას და წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონულ სტრატეგიაში საკუთარი წარ

07 Aug. 2017

სპარი ყველა მაღაზიას საკუთარი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს

სპარ საქართველო აგრძელებს რეგიონული ფრენჩაიზინგის პროექტს და ყველა დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს სპარის ბრენდის ქვეშ გა