სპარ საქართველოს პირველი რეგიონული ფრენჩაიზი ზუგდიდში ოფიციალურად გაიხსნა

ზუგდიდი, 10 აგვისტო, 15:00 სთ-ქართული საცალო ვაჭრობის ბაზარზე სპარ საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში პირველი რეგიონული ფრენჩაიზი ზუგდიდში ოფიციალურად გაიხსნა.

ბრენდის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი, სპარ საქართველო, ყველა ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს შიდა ფრენჩაიზინგის ლიცენზიის მოპოვებასა და ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ლოკალურად სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანება, დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებს ყველა იმ უპირატესობით სარგებლობას სთავაზობს, რითაც თავად სპარი ოპერირებს.

საერთაშორისო ექსპერტიზა და ბრენდის 84 წლიანი გამოცდილება ნებისმიერი მსურველისთვის ორგანიზებულ საცალო ვაჭრობის ბაზარზე აქტიურად, ეფექტურად და აგრესიულად შესვლის გარანტია. პროექტში ჩართვა და სპარის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია როგორც არსებული მაღაზიებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველი ინვესტორისა თუ მეწარმესთვის.

პირველი ფრანშიზის მიმღები შპს „ევროფუდია“, რომელიც აღნიშნული პროექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. კომპანიის დამფუძნებლებს, ირაკლი ბასილაიასა და გიორგი ნარმანიას, სპარის ოფიციალური ლიცენზია გადაეცათ.

სპარის ყველა ფრენჩაიზი, რომელიც მსოფლიოში რამდენიმე ათასი დამოუკიდებლად მოქმედი მაღაზიისგან შედგება, აღნიშნული მოდელის ეფექტურობის ცალსახა მტკიცებულებაა.

სპარ საქართველოს მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს უკეთესი არჩევანი, საკუთარი ბრენდული პროდუქცია და მასზე მორგებული მომსახურება.

აღნიშნული პროექტის განვითარებას სპარ საქართველო რეგიონებში განაგრძობს.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 32 2434545

 

სხვა სიახლეები

11 Aug. 2017

სპარ საქართველომ ფრენჩაიზინგის კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

2017 წლის 10 აგვისტოს  "სპარ საქართველოს"  სათაო ოფისში  ფრენჩაიზინგის კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

11 Aug. 2017

ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი "SPAR" 85 წლის იუბილეს აღნიშნავს

1932 წლის 10 აგვისტოს  ჰოლანდიაში დაიბადა ახალი ბრენდი, რომელიც თავისი კონცეფციით დროს უსწრებდა.

09 Aug. 2017

SPAR საქართველო საკუთარი წარმოების ხაზს აფართოებს

საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელი “SPAR” აგრძელებს საქართველოს მასშტაბით გაფართოებას და წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონულ სტრატეგიაში საკუთარი წარ

07 Aug. 2017

სპარი ყველა მაღაზიას საკუთარი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს

სპარ საქართველო აგრძელებს რეგიონული ფრენჩაიზინგის პროექტს და ყველა დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს სპარის ბრენდის ქვეშ გა