სპარ საქართველოს პირველი რეგიონული ფრენჩაიზი ზუგდიდში

17 მარტს ქართული საცალო ვაჭრობის ბაზარზე, სპარ საქართველოს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რეგიონული ფრენჩაიზის პირველი ხელშეკრულება გაფორმდა.

შპს "ევროფუდი", რომელიც აღნიშნული პროექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა, ზაფხულამდე სპარის პირველ მაღაზიას ზუგდიდში გახსნის. კომპანიის დამფუძნებლებს, ირაკლი ბასილაიასა და გიორგი ნარმანიას, სპარის ოფიციალური ლიცენზია გადაეცათ.

სპარ საქართველოს რეგიონული ფრენჩაიზინგის პროექტი ყველა დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. საერთაშორისო ექსპერტიზა და ბრენდის 84 წლიანი გამოცდილება ნებისმიერი მსურველისთვის ორგანიზებულ საცალო ვაჭრობის ბაზარზე აქტიურად, ეფექტურად და აგრესიულად შესვლის გარანტია. პროექტში ჩართვა და სპარის ლიცენზიის მოპოვება შესაძლებელია როგორც არსებული მაღაზიებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველი ინვესტორისა თუ მეწარმესთვის.

სპარის ყველა ფრენჩაიზი, რომელიც მსოფლიოში რამდენიმე ათასი დამოუკიდებლად მოქმედი მაღაზიისგან შედგება, აღნიშნული მოდელის ეფექტურობის ცალსახა მტკიცებულებაა. ლოკალურად სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანება, დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებს ყველა იმ უპირატესობით სარგებლობას სთავაზობს, რითაც თავად სპარი ოპერირებს.

 

სხვა სიახლეები

11 Aug. 2017

სპარ საქართველომ ფრენჩაიზინგის კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

2017 წლის 10 აგვისტოს  "სპარ საქართველოს"  სათაო ოფისში  ფრენჩაიზინგის კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

11 Aug. 2017

ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი "SPAR" 85 წლის იუბილეს აღნიშნავს

1932 წლის 10 აგვისტოს  ჰოლანდიაში დაიბადა ახალი ბრენდი, რომელიც თავისი კონცეფციით დროს უსწრებდა.

09 Aug. 2017

SPAR საქართველო საკუთარი წარმოების ხაზს აფართოებს

საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელი “SPAR” აგრძელებს საქართველოს მასშტაბით გაფართოებას და წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონულ სტრატეგიაში საკუთარი წარ

07 Aug. 2017

სპარი ყველა მაღაზიას საკუთარი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს

სპარ საქართველო აგრძელებს რეგიონული ფრენჩაიზინგის პროექტს და ყველა დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს სპარის ბრენდის ქვეშ გა