ARMY CARD-ის პროექტის ფარგლებში სპარ საქართველოს სიგელი გადაეცა

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც გულისხმობს ახალი სახელფასო ბარათის, ARMY CARD-ის, შექმნას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის.

 

ბარათის მფლობელებს შეუძლიათ კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისარგებლონ ფასდაკლებებით.

საქართველოს ბანკისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ARMY CARD-ის პროექტს სპარ საქართველოც შეუერთდა. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სპარის ნებისმიერ მაღაზიაში შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებით. პროექტში ჩართულობით სპარ საქართველო მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს ქართული ჯარის თითოეულ წარმომადგენელს.

26 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პროექტ ARMY CARD-თან დაკავშირებით ვაზიანის IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ბიზნესმენებს შეხვდა.

განსაკუთრებული პარტნიორობისთვის სპარ საქართველოს სიგელი გადაეცა.

 

 

სხვა სიახლეები

12 Jan. 2018

ბროწეულის როლი მედიცინაში

       ბროწეული  გამორჩეული და უძველესი ხილია, რომელიც გემოვნურ თვისებებთან ერთად სასარგებლოცაა და ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენებოდა/გამოიყე

08 Dec. 2017

„SPAR“-ის საახალწლო ბაზრობა 2018

26–31 დეკემბერს,  "სპარ" გიწვევთ ახალ დღესასწაულზე, „სპარის საახალწლო ბაზრობაზე“.

04 Dec. 2017

"სპარ" საქართველო განაგრძობს ფრენჩაიზინგის რეგიონულ პროექტს

"სპარ" საქართველო განაგრძობს ფრენჩაიზინგის რეგიონულ პროექტს და დღეს, 1 დეკემბერს, კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

02 Oct. 2017

"სპარ"-ის პოპულარობა კოხტა უბანში

23 სექტემბერს გლდანში „ კოხტა უბანში“ (ანგია ბოჭორიშვილის 8) „სპარ“-ის 35-ე მარკეტი გაიხსნა, რომელმაც საკმაოდ მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.