ბროწეულის როლი მედიცინაში

       ბროწეული  გამორჩეული და უძველესი ხილია, რომელიც გემოვნურ თვისებებთან ერთად სასარგებლოცაა და ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენებოდა/გამოიყენება.
მასში თავმოყრილია უამრავი С, B6, В12 და Р ვიტამინი,  აგრეთვე  10-ზე მეტი ამინომჟავა და სასარგებლო ნივთიერებები იოდის, რკინის, კალციუმის და კალიუმის ნაერთების სახით, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს.
       ბროწეულის სასარგებლო თვისებების  შესახებ ცნობები  ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან მოდის.  მედიცინის მამად აღიარებული ჰიპოკრატე ბროწეულის წვენს აქტიურად იყენებდა თავის, კუჭის და სხვადასხვა სახის ტკივილის გასაყუჩებლად,   ხოლო ნაყოფის ქერქით კი ჭრილობებს ამუშავებდა, რათა შეხორცების პროცესი დაეჩქარებინა.
 მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენს დროში მედიცინა და მედიკამენტების წარმოება   განვითარებულია, მედიკოსები მაინც აქტიურად განაგრძობენ  ბროწეულის გამოყენებას სამკურნალო დანიშნულებით.  ექიმების თქმით  ნაყოფში შემავალი „პუნიკალაგინი“  მნიშვნელოვნად ამაღლებს  ანტიოქსიდანტურ  სტატუსს,  აუმჯობესებს გულის მუშაობს და ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს.
        ბროწეულის ნაყოფთან ერთად სასარგებლოა , მისი ქერქი, ყვავილი, ფოთოლი, ფესვები და გამხმარი ხის მერქანიც კი.
*ფოთოლი - გამოიყენება  ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში.
*კანი - აქტიურად გამოიყენება ტუბერკულოზის წინააღმდეგ.
*ყვავილი - ყელისა და ცხვირის დაავადებები
*მარცვლის კურკები -  ხელს უწყობს ჰორმონების  დარეგულირებას.
         ბროწეულის სასარგებლო თვისებების მიუხედავად მასში შემავალი  უამრავი  ნივთიერება შესაძლებელია უარყოფითად მოქმედებდეს ადამიანის  ორგანიზმზე, ამიტომ აუცილებელია  ბროწეულით მკურნალობისას  მიმართოთ ექიმს.

Other News

06 Jun. 2017

27th SPAR store now officially opened

On 6th of June SPAR Georgia opened 27th store on D.Agmashenebeli st. № 142.

09 Mar. 2017

SPAR Georgia Already in Batumi

On 7th of March SPAR Georgia opened 25th store in Batumi, I. Chavchavadze st № 78/88.

13 Feb. 2017

SPAR Georgia Welcomed 2017 With a New Store

On 6th of February SPAR Georgia openend 24th store in Ortachala, Gorgasali st № 41.

10 Aug. 2016

The First Regional Franchise of Spar Georgia in Zugdidi is Officially Opened

Zugdidi, 10th of August, 15:00 pm-For the first time in the history of Georgian retail market, with the i