SPAR საქართველო საკუთარი წარმოების ხაზს აფართოებს

საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელი “SPAR” აგრძელებს საქართველოს მასშტაბით გაფართოებას და წლის ბოლომდე საქართველოს რეგიონულ სტრატეგიაში საკუთარი წარმოების ხაზის, ე.გ „Private Label”-ის განვითარებას გეგმავს. ამჟამად ქართულ სპარში სპარის გლობალური ქსელიდან დაახლოებით 350-მდე ბესთსელერი სპარის პროდუქტია წარმოდგენილი და როგორც „სპარ საქართველოს“ მენეჯმენტში განმარტავენ  ეს მხოლოდ დასაწყისია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სპარი აგრეთვე ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას და თავის ქსელში წარმოდგენილ ქართული პროდუქტების მცირე მეწარმე მომწოდებლებს საკუთარი ბრენდის წარმოების ხაზის საერთაშორისო გამოცდილებასა და დაგროვილ მრავალწლიან ცოდნას უზიარებს. „სპარის მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია ყველა საფასო სეგმენტის მომხმარებელზე. ჩვენ ვართ უბნის ტიპის მაღაზიათა ქსელი, რომელიც თანამედროვე, კომფორტზე ორიენტირებულ მომხმარებელს სახლთან ახლოს  ყოველდღიური შოპინგის განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს“-აცხადებენ სპარის მენეჯმენტში. ფუნთუშეულობა, პური, სალათები, ფრი, ცივი და ცხელი კერძები, ნამცხვრები, ტორტები, ყავა, ჩაი, მაკარონი, შოკოლადი და სხვა 350-მდე ევროპაში ყველაზე კარგად გაყიდვადი სპარის პროდუქტი დღეს უკვე საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი. სპარის კონცეფცია განსხვავდება ბაზარზე არსებული ტიპიური უბნის ტიპის მაღაზიების ქსელისგან იმით, რომ თანამედროვე მომხმარებელს, რომელიც დროის სწორ მართვაზე და პროდუქტების ხარისხზეა ორიენტირებული მარკეტშივე, მომხმარებლის თვალწინ დამზადებულ იტალიურ პიცას, ფრანგულ კრეპს, თონის პურს და სხვა მზა კერძს სთავაზობს. მომხმარებელს სპარის მიერ წარმოებული პროდუქტების დაგემოვნება მარკეტშივე შეუძლია სპარის სწრაფი კვების ზონაში.

Other News

06 Jun. 2017

27th SPAR store now officially opened

On 6th of June SPAR Georgia opened 27th store on D.Agmashenebeli st. № 142.

09 Mar. 2017

SPAR Georgia Already in Batumi

On 7th of March SPAR Georgia opened 25th store in Batumi, I. Chavchavadze st № 78/88.

13 Feb. 2017

SPAR Georgia Welcomed 2017 With a New Store

On 6th of February SPAR Georgia openend 24th store in Ortachala, Gorgasali st № 41.

10 Aug. 2016

The First Regional Franchise of Spar Georgia in Zugdidi is Officially Opened

Zugdidi, 10th of August, 15:00 pm-For the first time in the history of Georgian retail market, with the i