სპარი ყველა მაღაზიას საკუთარი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს

სპარ საქართველო აგრძელებს რეგიონული ფრენჩაიზინგის პროექტს და ყველა დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს სპარის ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. ფრენჩაიზინგის პროექტის ფარგლებში სპარის ბრენდის ქვეშ პირველი რეგიონული მარკეტი შარშან ზუგდიდში გაიხსნა. პროექტი წარმატებული გამოდგა და დაახლოებით ნახევარ წელიწადში ზუგდიდს უკვე მეორე სპარიც შეემატა. წელს აგვისტოში ფრენჩაიზინგის პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია 2 მარკეტის გახსნა: ერთი სამტრედიაში და მეორე თბილისში, კერძოდ გლდანში. სპარის მენეჯმენტის განმარტებით მომდევნო 2 წლის განმავლობაში სპარის ბრენდის ქვეშ მარკეტები საქართველოს ყველა ქალაქში გაიხსნება. როგორც სამტრედიის სპარის ლიცენზიის მფლობელი, ბატონი პავლე აცხადებს სპარის პროექტს საქართველოში ანალოგი არ აქვს. სპარის ფრენჩაიზინგის პროექტი მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის თანამედროვე საცალო ვაჭრობის მოდელს, ამასთანავე საქართველოს რეგიონებში ხდება საერთაშორისო წარმატებული ბრენდის გამოცდილების დანერგვა. რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. დღეს ნებისმიერ მცირე მეწარმეს რომელსაც აქვს ერთი ან რამოდენიმე მარკეტი ან აპირებს მარკეტის გახსნას და სურს მოერგოს თანამედროვე საცალო ვაჭრობის სტანდარტებს შეუძლია გაერთიანდეს სპარის ბრენდის ქვეშ.  სპარი ფრენჩაიზერებს უზიარებს  მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას და უცხადებს მათ სრულ მხარდაჭერასა და მზაობას მარკეტის გახსნის პროცესში. პროექტში ჩართვა და სპარის ლიცენზიის მოპოვება შეუძლიათ როგორც არსებულ მაღაზიებს, ისე ნებისმიერი მსურველ ინვესტორსა თუ მეწარმეს. აღსანიშნავია რომ რეგიონული ფრენჩაიზინგის პროექტის გარდა სპარ საქართველო ასევე აქტიურად აფართოებს საკუთარი სუპერმარკეტების ქსელს. ივლისში თბილისში რიგით  30-ე სპარი გაიხსნა და როგორც სპარის მენეჯმენტში განმარტავენ წლის ბოლომდე ყოველთვიურად მინიმუმ 2 მარკეტის გახსნაა დაგეგმილი.  ამჟამად სპარი ბაზარზე წარმოდგენილია ფილიალებით შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი.

Other News

06 Jun. 2017

27th SPAR store now officially opened

On 6th of June SPAR Georgia opened 27th store on D.Agmashenebeli st. № 142.

09 Mar. 2017

SPAR Georgia Already in Batumi

On 7th of March SPAR Georgia opened 25th store in Batumi, I. Chavchavadze st № 78/88.

13 Feb. 2017

SPAR Georgia Welcomed 2017 With a New Store

On 6th of February SPAR Georgia openend 24th store in Ortachala, Gorgasali st № 41.

10 Aug. 2016

The First Regional Franchise of Spar Georgia in Zugdidi is Officially Opened

Zugdidi, 10th of August, 15:00 pm-For the first time in the history of Georgian retail market, with the i